ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ წრეში „ალ-იტიჰადმა“ „ოკლენდ სიტი“ ადვილად, 3:0 დაამარცხა.
არაბულმა კლუბმა პირველივე ტაიმში, 11-წუთიან ინტერვალში გადაწყვიტა ყველაფერი, როცა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში რომარინიომ გახსნა, ხოლო შემდეგ თავის გამოჩენა ნგოლო კანტემ და კარიმ ბენზემამ მოახერხეს.
„ალ-იტიჰადი“ მეოთხედფინალში ეგვიპტურ „ალ-აჰლის“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში „ლეონი“ „ურავა რედსს“ დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში „ალ-იტიჰადსა“ და „ალ-აჰლის“ შორის გამარჯვებულს „ფლუმინენსთან“ თამაში მოუწევს, ხოლო „ლეონსა“ და „ურავა რედს“ შორის საუკეთესო ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ გაეჯიბრება.