ფეხბურთი

2:17 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენი" პლეი-ოფშია, "მანჩესტერი" ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა
"სოსიედადმა" "ინტერს" პირველი ადგილი არ დაუთმო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სასწაული ვერ მოახდინა და უმძიმესი ვითარებიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა ვერ შეძლო.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ისევ წააგო, ამჯერად სრულიად უმოტივაციო „ბაიერნთან“ „ოლდ ტრაფორდზე“. კინგლის კომანის გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. „მანჩესტერმა“ 15 გოლი გაუშვა ჯგუფურ ეტაპზე, რაც ინგლისური კლუბებისთვის ანტირეკორდია ამ ტურნირზე. „წითელმა ეშმაკებმა“ ჯგუფში მხოლოდ 4 ქულა დააგროვეს (1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება), რითაც ბოლო ადგილი დაიკავეს და არათუ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, არამედ ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდნენ.

სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე კონკურენტ „გალათასარაის“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობა. შედეგად, დანიის ჩემპიონმა 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „გალათასარაიმ“ 5 ქულით მესამე და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. არ უთამაშია დავით ხოჭოლავას, რომელიც ტრავმირებულია.

„კოპენჰაგენი“ – „გალათასარაი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლერაჟერი (58)

„მანჩესტერი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კომანი (70)

1. ბაიერნი 6 5 1 0 12 6 6 16
2. კოპენჰაგენი 6 2 2 2 8 8 0 8
3. გალათასარაი 6 1 2 3 10 13 -3 5
4. მანჩესტერი 6 1 1 4 12 15 -3 4

D ჯგუფში პირველი და მესამე ადგილების ბედი წყდებოდა. „ინტერს“ შინ „სოსიედადთან“ მოგება სჭირდებოდა, რაც ვერ მოახერხა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ამრიგად, ორივე გუნდმა 12-12 ქულით დაასრულა გამოსვლა, ესპანელებმა კი პირველი პოზიცია დაიკავეს ბურთების უკეთესი ბალანსით.

ევროპა ლიგაზე ითამაშებს „ბენფიკა“, რომელსაც „ზალცბურგთან“ სტუმრად ორი ბურთით გამარჯვება სჭირდებოდა. პორტუგალიელებმა მიზანს მიაღწიეს, რადგან 3:1 მოიგეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანხელ დი მარიას გოლი, რომელმაც პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა.

„ზალცბურგი“ – „ბენფიკა“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 დი მარია (32), 0:2 რაფა სილვა (45), 1:2 სუჩიჩი (57), 1:3 კაბრალი (90)

„ინტერი“ – „სოსიედადი“ 0:0 (0:0)

1. სოსიედადი 6 3 3 0 7 2 5 12
2. ინტერი 6 3 3 0 8 5 3 12
3. ბენფიკა 6 1 1 4 7 11 -4 4
4. ზალცბურგი 6 1 1 4 4 8 -4 4
0.122856