ფეხბურთი

14:24 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ ლიდერობაზე: „ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია“

„ლივერპულის“ მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერსისაიდელთა ლიდერობაზე ისაუბრა.

„ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა სეზონის ძალიან დატვირთული ეტაპია. უნდა გავაგრძელოთ თამაშების მოგება და იმპულსის მოპოვება, მაგრამ კმაყოფილი ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ ამ მომენტში“, - ციტირებს ალექსანდერ-არნოლდის სიტყვებს Liverpool Echo.

ინგლისის პრემიერლიგის 2023/2024 წლების სეზონის 16 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ ლიდერობს სატურნირო ცხრილში, ერთი ქულით უსწრებს მომდევნო ადგილზე მყოფ „არსენალს.“

შიდა ჩემპიონატის მომდევნო მატჩში წითლები შინ „მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. თამაში 17 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114153