ფეხბურთი

11:55 | 12.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თომას ტუხელი: „გამოცდილება გვიჩვენებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საშიშია“

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა.

„გამოცდილება მკარნახობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“თამაში ყოველთვის საშიშია. მათ აქვთ ენერგიული სივრცე და თავისებური მენტალიტეტი, რაც ართულებს მათ დამარცხებას.

ვგრძნობ, რომ ეს კლუბის დნმ-ის ნაწილია, მათ შეუძლიათ რთული მომენტების გადალახვა. შესაფერის მომენტებში ხედავ, რა ძლიერები არიან და სტადიონი დიდ როლს თამაშობს. მაყურებლები ემოციურები არიან.

სათამაშოდ რთული ადგილია, მაგრამ ჩვენთვის კარგი გამოწვევაა. პირადად ჩემთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტადიონზე თამაში ყოველთვის დიდი ფეხბურთის საწინდარია. ამის აღწერის სხვა გზა არ არსებობს. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო არენაა. მათი ფეხბურთელები კი ძალიან სახიფათოები არიან ყველა პოზიციაზე“, - ციტირებს ტუხელის სიტყვებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური საიტი.

ხუთი ტურის შემდეგ „ბაიერნი“ A ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილზეა და ფლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. „კოპენჰაგენს“ და „გალათასარაის“ 5-5 ქულა აქვთ, „მანჩესტერს“ - 4.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ ბაიერნის“ მატჩი დღეს, 12 დეკებერს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131053