საბერძნეთში ყველა საფეხბურთო მატჩი 12 თებერვლამდე უმაყურებლოდ გაიმართა. გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ და ქვეყნის მთავრობამ ერთობლივად მიიღეს.
ამის მიზეზი კი ფრენბურთის მატჩი გახდა, რომელშიც „პანათინაიკოსი“ და „ოლიმპიაკოსი“ ხვდებოდნენ. ფანებს შორის შეტაკება მოხდა. გულშემატკივრებში ძალადობა საბერძნეთში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ფეხბურთის მესვეურებმა კი გამოსავალი მოძებნეს.
შესაძლოა, აკრძალვა თებერვლის შემდეგაც გაგრძელდეს თუ კლუბები უსაფრთხოების ზომებს არ გაამკაცრებენ. როგორც მინიმუმ მანამდე კი, საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩებს ფანები ვერ დაესწრებიან.