ფეხბურთი

2:05 | 11.12.2023 | ნანახია 1977 - ჯერ

"ჟირონამ" "ბარსელონას" 4 გოლი გაუტანა და ლა ლიგაში ისევ გალიდერდა! (+VIDEO)

ლა ლიგაში „ჟირონა“ სასწაულებს ახდენს. კატალონიურ დერბიში მიჩელის გუნდმა სტუმრად უშუალო კონკურენტი „ბარსელონაც“ დაამარცხა!

„მონტჟუიკზე“ „ჟირონამ“ „ბარსას“ 4 გოლი გაუტანა და დამსახურებულად მოიგო. დოვბიკმა ანგარიში სწრაფად გახსნა, რასაც მალევე უპასუხა ლევანდოვსკიმ, მაგრამ ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს გუტიერესის გოლით.

მატჩის მიწურულს კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ ვალერიმ ორბურთიანი გახადა სხვაობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიუნდოგანმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ ორიოდ წუთში სტუანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4.

ამრიგად, „ჟირონამ“ „ბარსელონას“ 7 ქულით გაასწრო! გარდა ამისა, ისარგებლა „რეალის“ წაფორხილებით და ლა ლიგას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, რადგან 41 ქულა აქვს, ხოლო მადრიდულ გუნდს - 39.

მართლაც წარმოუდგენელი სეზონი აქვს „ჟირონას“ – 16 მატჩი, 13 მოგება, 2 ფრე და ერთადერთი წაგება... კატალონელთა მომდევნო მეტოქე საკუთარ მოედანზე „ალავესი“ იქნება.

„ბარსელონა“ – „ჟირონა“ 2:4 (1:2)

გოლები: 0:1 დოვბიკი (12), 1:1 ლევანდოვსკი (19), 1:2 გუტიერესი (40), 1:3 ვალერი (80), 2:3 გიუნდოგანი (90), 2:4 სტუანი (90)


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:17 | 17.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ჯერ ყველა ტურნირზეა თამაშობენ

00:16 | 17.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

უნდა აცადონ სეზონის ბოლომდე

00:16 | 17.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

გასაგდები არარი

15:37 | 11.12.2023
Kobe Bean (21723)

ხავი რომ გასაგდებია ლაპარაკიც არ უნდა და დანარჩენი ბარსელონას აუცილებლად ჭირდება როდრი და მაგარი ცენტრფორვარდი რომელიც გოლებს შეყრის.რაფინიას ადგილზეც მაგარი ფეხბურთელია მოსაყვანი,პლუს შესანარჩუნებელია კანსელო და ფელიქსი.5 მასეთი ტრანსფერის გაკეთება ბარსას დღეს არ შეუძლია

15:30 | 11.12.2023
Kobe Bean (21723)

არაფერი ეშველება ბარსელონას ხავის ხელში

05:12 | 11.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ეხლა უკვევმართლა აღარ ხუმრობებ

05:12 | 11.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ჟირონა ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128178