სხვა

10:52 | 11.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლადო ჭინჭარაულის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარა სროლაში ლადო ჭინჭარაული ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ალ-აინი 2023-ის მიმდინარე ტურნირზე, პნევმატური შაშხანიდან სროლაში R4 კლასში მონაწილე 18 ქვეყნის პარამსროლელს შორის, ჩვენი პარასპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდა.

ქართველი პარამსროლელები ტურნირზე გამოსვლას აგრძელებენ. ჭინჭარაული 16 დეკემბერს ცეცხლსასროლით 50 მეტრ დისტანციაზე R9-ში იასპარეზებს.

აღნიშნულ შეჯიბრზე, დღეს ჩაერთვება დებიუტანტი გიორგი შეყილაძე, რომელიც ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა. ქართველი სპორტსმენი საპრიზო ადგილის მოპოვებას პისტოლეტიდან სროლაში შეეცდება.

0.118896