ფეხბურთი

16:08 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხობის "კოლხეთმა" ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

ხობის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა. ბესიკ შეროზიას გუნდმა პლეი-აუტში დრამატულ ბრძოლაში „ვარკეთილი“ დაამარცხა.

პირველი მატჩი თბილისში 0:0 დასრულდა და საპასუხო შეხვედრაც ხობში ნულოვანი ფრისა და დამატებითი დროისკენ მიდიოდა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო, მეოთხე წუთი იწურებოდა, გიგა წურწუმიამ გამარჯვების გოლი რომ გაიტანა.

შედეგად, „კოლხეთმა“ ორი მატჩის ჯამში 1:0 მოიგო და ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მოედნის საფარი, რომელიც ვერავითარ კრიტიკას უძლებდა. თამაში წყალსა და ტალახში ჩატარდა...

„კოლხეთი ხობი“ – „ვარკეთილი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 წურწუმია (90)

0.115487