ფეხბურთი

22:58 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მურიელმა „ატალანტას“ "მილანთან" შედევრით მოაგებინა

ბერგამოს „გევისის“ სტადიონზე სერია A-ს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. „ატალანტამ“ „მილანს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში მასპინძელი ადემოლა ლუკმანის გოლს ოლივიე ჟირუმ უპასუხა. შესვენების შემდეგ ლუკმანმა ისევ გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა. თუმცა მე-80 წუთისთვის სტუმართა სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა ისევ გაათანაბრა.

უკვე კომპენსირებულ დროში მსაჯმა მილანელ დავიდე კალაბრიას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. სულ რაღაც ორიოდ წუთში კი ბერგამოელთა კოლუმბიელმა შემტევმა ლუის მურიელმა მესამედ აიღო სტუმართა კარი და თავისიანებს 3:2 გაამარჯვებინა.

15 მატჩის შემდეგ „მილანს“ 29 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. "ატალანტამ“ კი 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112345