ჩელენჯ თასზე „შავმა ლომმა“ ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა და „მიხეილ მესხზე“ „გლოსტერს“ უმასპინძლა.
მატჩი, რომელიც დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა 15:10 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „გლოსტერმა“ ლელო ვერ დადო, მაგრამ გამარჯვებისთვის ჯორჯ ბარტონის 5 ჯარიმაც იკმარა.
„შავი ლომის“ რიგებში ყველა ქულა ლუკა მატკავას აქტივშია, რომელმაც თითო ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა. თუმცა, თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. გადამწყვეტი იყო ბარტონის ჯარიმა 71-ე წუთზე, რომელმაც სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ლევან მაისაშვილის გუნდმა გამოსვლა წაგებით დაიწყო, მეორე ტურში კი 15 დეკემბერს, სტუმრად „სკარლეტს“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი მატჩი „კლერმონთან“ წააგო.
„შავი ლომი“ – „გლოსტერი“ 10:15 (7:9)