ფეხბურთი

18:40 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ქამბექი "კრისტალ პალასთან"

„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში მოიგო და მანამ, სანამ „არსენალი“ ითამაშებს, ლიდერი იქნება.

იურგენ კლოპის გუნდს მძიმე თამაში ჰქონდა სტუმრად „კრისტალ პალასთან“. ლონდონელები ჟან მატეტას პენალტით 57-ე წუთზე დაწინაურდნენ, „ლივერპული“ კი უიმედოდ თამაშობდა. თუმცა, 75-ე წუთზე ჯორდან აიუს გაძევებამ ყველაფერი შეცვალა.

რიცხობრივი უპირატესობა „ლივერპულმა“ გამოიყენა. იურგენ კლოპის გუნდი 76-ე წუთამდე კარში დარტყმის გარეშე იყო, მაგრამ მაინც მოიგო. ჯერ მოჰამედ სალაჰმა გაათანაბრა, რომელიც „ლივერპულის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ გუნდში 21-ე საუკუნეში 200 გოლი გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ჰარი ელიოტმა გამარჯვების გოლი შეაგდო - 1:2.

„ლივერპული“ 37 ქულით ლიდერია, „არსენალი“ კი ამ ტურში სტუმრად „ასტონ ვილას“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113225