2023 წლის 9 დეკემბერი ოქროს ასოებით შევა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, როგორც გრან პრის ფინალში გამარჯვებული ქვეყანის განსაკუთრებული ზეიმის დღე.
გრან პრის 2023 წლის ფინალის გამარჯვებული სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდა. ქართულმა დუეტმა 131,63 ქულით თავისუფალ პროგრამაში, მათ შორის ტექნიკური ელემენტების შესრულებისა და კომპონენტების შეფასების ნაწილებში, სპორტულ წყვილებს შორის იუნიორთა სეგმენტში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მათ ორივე პროგრამის ჯამშიც 202,11 ქულით მსოფლიო რეკორდი დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ ფინალში კი ის წყვილები იყვნენ გასული, რომელთაც წლის განმავლობაში გამართული ეტაპების ჯამური შედეგები ყველაზე მაღალი ჰქონდათ.
დაჯილდოების ცერემონიალი პეკინის ყინულის მოედანზე გაიმართა, სადაც საქართველოს დროშა, მსოფლიოს საუკეთესო ფიგურულ მოციგურავეთა ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღლა აღიმართა.
სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას 2018 წლის 8 დეკემბერს ფინალში გამარჯვებას, ზუსტად 5 წლის შემდეგ, ასეთივე ტრიუმფალური შედეგი მოჰყვა. ამჯერად კი საქართველოს გმირები ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სახით ჰყავს.