სეოკ-ის მხარდაჭერითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე უმასპინძლა მწვრთნელთა ტექნიკურ კურსებს.
კურსებს უძღვებოდნენ მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შერჩეული ექსპერტი ვიქტორია კოვალი და მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი.
კურსები წარმატებით გაიარა საქართველოს რეგიონებიდან მოვლენილმა 13-მა სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელმა. ტექნიკური კურსები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სემინარებს.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
GEONOC.ORG.GE