მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საუდის არაბეთში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
მან ხუმრობით განაცხადა, რომ არაბეთში ფეხით წავიდოდა, თუ 550 მილიონს გადაუხდიან.
„არაბეთში 550 მილიონი? ფეხით წავიდოდი, თვითმფრინავით წასვლა არ მჭირდება. რასაკვირველია, ვხუმრობ. სამყარო იცვლება და შეიცვლება. არაბეთიდან არ დაურეკავთ, მე აწმყოთი ვცხოვრობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია თავი კარგად ვიგრძნო, არასოდეს ვუყურებდი ფულს, გავიზარდე ოჯახში, სადაც ფული მნიშვნელოვანი არ იყო“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა, ესპანურ გრანდში.