სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად „რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა დასახელდა.
არგენტინელმა გასულ თვეში სერია A-ში 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
დიბალამ ჯოშუა ზირკზეეს (ბოლონია), დომენიკო ბერარდის (სასუოლო), ალესანდრო ბონჯორნოს (ტორინო), ნიკო გონსალესს (ფიორენტინა) და ლაუტარო მარტინესს (ინტერი) აჯობა.
როგორც ხედავთ, ნოემბრის ნომინანტებში ხვიჩა კვარაცხელია არ იყო, რომელმაც ეს ჯილდო გასულ სეზონში სამჯერ მოიგო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ერთხელ იყო ნომინანტებში (ოქტომბერში), თუმცა მაშინ ლაუტარო მარტინესმა გაიმარჯვა.