მილანის „ინტერი“ ლაუტარო მარტინესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან.
ლაუტაროს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, რომელსაც სავარაუდოდ, ორი წლით განაახლებს, ხელფასის სახით კი სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს.
არგენტინელი თავდამსხმელი „ინტერს“ 2018 წელს „რასინგიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 257 შეხვედრაში 117 გოლის გატანა მოახერხა.