გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე „ჰამბურგს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 24:23 დაამარცხა.
მასპინძელთა შორის საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო. ქართველმა ხელბურთელმა კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად, თანაგუნდელთა შორის ბომბარდირიც იყო, რადგან 5 გოლი გაიტანა. ცხადია, გიორგის წვლილი გამარჯვებაში ყველაზე სოლიდური გახლდათ.
„გუმერსბახი“ 16 ტურის შემდეგ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 დეკემბერს, სტუმრად „ლაიფციგს“ ესტუმრება.