ფეხბურთი

23:00 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" იანვარში შესაძლოა კაზემირომ, სანჩომ და ვარანმა დატოვონ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჯეიდონ სანჩომ, კაზემირომ და რაფაელ ვარანმა დატოვონ.

ბრიტანული მედიის ცნობით, ისინი ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედიან. სანჩოსთან ნიდერლანდელ სპეციალისტს დიდი ხანია კონფლიქტი აქვს და მისი წასვლა გადაწყვეტილია, ხოლო ბრაზილიელი და ფრანგიც როგორც ჩანს, ტენ ჰაგის სამომავლო გეგმებს არ უკავშირდებიან.

ბოლო დროს ჰარი მაგუაირმა და სკოტ მაკტომინეიმ თამაშის ხარისხს მოუმატეს, ტენ ჰაგი მათი გარჯით კმაყოფილია და აპირებს, რომ აქცენტი ამ ფეხბურთელებზე გააკეთოს.

0.118379