ფეხბურთი

21:54 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" "შტუტგარტის" ბომბარდირის დამატება სურს

„მილანი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „შტუტგარტის“ თავდამსხმელის, სერჰუ გირასის დამატებას გეგმავს.

იტალიური მედიის ცნობით, „შვაბების“ ლიდერი მილანელთა მთავარი სამიზნეა. გირასიმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 11 მატჩში 16 გოლი გაიტანა, შესაბამისად, „შტუტგარტი“ გუნდის ლიდერს შუა სეზონში ძნელად თუ შეელევა.

„მილანში“ გირასის ალტერნატივად „ლილის“ თავდამსხმელი ჯონათან დავიდი განიხილება. „როსონერის“ ფორვარდის შეძენის საკითხი მას შემდეგ დაუდგა დღის წესრიგში, რაც ლუკა იოვიჩმა მოლოდინი ვერ გაამართლა, ოლივიე ჟირუს კი შემცვლელი სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11094