ფეხბურთი

16:15 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ელიტ-რაუნდში საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების მეტოქეები გაირკვა

ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატების ელიტ რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები, ელიტ რაუნდში - შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად - თურქეთს, სერბეთს და დანიას შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფი გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127191