ფეხბურთი

2:05 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ზედიზედ მე-4 მოუგებელი მატჩით პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე დაეშვა

„მანჩესტერ სიტი“ ცუდ ფორმაშია და პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდი წინა სამ ტურში ფრეს დასჯერდა, ამჯერად კი „ასტონ ვილასთან“ წააგო.

უნაი ემერის გუნდმა მოქმედ ჩემპიონს აჯობა და 74-ე წუთზე ლეონ ბაილის გოლით გამარჯვებაც მოიპოვა, რის შედეგადაც „ასტონ ვილამ“ 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სწორედ „სიტის“ გადაასწრო. ბირმინგემელები ამჟამად მესამე პოზიციაზე არიან.

პრემიერლიგას 36 ქულით „არსენალი“ ლიდერობს, რომელსაც 2 ქულით „ლივერპული“ ჩამორჩება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ პირველ პოზიციას უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ. ისევ გაიბრწყინა სკოტ მაკტომინეიმ, რომელიც საოცარ ფორმაშია.

შოტლანდიელმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს კოლ პალერმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, 69-ე წუთზე მაკტომინეიმ დუბლი შეასრულა და მასპინძლებს მოაგებინა.

„მანჩესტერი“ 27 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ჩელსის“ მხოლოდ 19 ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.

„ასტონ ვილა“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბაილი (74)

„მანჩესტერი“ – „ჩელსი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მაკტომინეი (19), 1:1 პალმერი (45), 2:1 მაკტომინეი (69)

0.116084