წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და ჯგუფურ ეტაპს გამოეთიშა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა სტუმრად „იუგ დუბროვნიკთან“ 13:19 წააგო. პირველი და მეოთხე პერიოდი ფრედ დასრულდა, მაგრამ მეორე-მესამე მეოთხედში მეტოქე გაცილებით უკეთესი იყო.
„დინამოს“ რიგებში 4 გოლი გაიტანა სტეფან პიესიჩავმა, სამჯერ გამოიჩინა თავი ბორის ვაპენსკიმ, დუბლი შეასრულეს გიორგი მაგრაქველიძემ და ველიკო ტანკოსიჩმა, ხოლო თითო გოლი არწიომ ჯიხჩიარენკას და ხიჩა ჯახაიას აქტივშია.
„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა და B ჯგუფში 6 წაგებით ბოლო ადგილი დაიკავა.
„იუგ დუბროვნიკი“ – „დინამო თბილისი“ 19:13 (5:5, 4:2, 6:2, 4:4)