ფეხბურთი

17:45 | 6.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ესპანელი ნახევარმცველი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანური „გრანადადან“ ბრაიან სარაგოსა შეიძინა.

ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს „გრანადაში“ ჩაამთავრებს, ხოლო „ბაიერნს“ 2024 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. მან გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.

ბრაიან სარაგოსა“ 22 წლის შემტევი ნახევარმცველია, რომელმაც „გრანადაში“ დღემდე 52 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 2023 წელს მას დებიუტი ესპანეთის ნაკრებშიც ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113832