ფეხბურთი

16:09 | 6.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" "იუვენტუსთან" შესაძლოა დი ლორენცო ვერ დაეხმაროს

„ნაპოლის“ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს. Il mattino-ს ცნობით, ვარჯიშზე კუნთის პრობლემა შეექმნა გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს.

დაზიანება სავარაუდოდ, სერიოზული არ არის, მაგრამ ვინაიდან მატჩამდე მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი, დი ლორენცოს თამაშის საკითხი ამ დროისთვის ეჭვქვეშაა. ყველაფერი ალბათ, ხვალ გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ტრავმირებული ჰყავს მატიას ოლივერა, ასევე მარიო რუი და ალესანდრო ძანოლი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ - ეს ფეხბურთელები ყველა განაპირა მცველები არიან, შესაბამისად, თუ მათ დი ლორენცოც შეუერთდა, ნეაპოლელებს ტურინში შეიძლება ფლანგის მცველების გარეშე ყოფნა მოუწიოთ.

თუმცა, დი ლორენცოს, მარიო რუის და ძანოლის თამაში ჯერ მაინც არ არის გამორიცხული.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114856