ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მეოთხე ტურის შეხვედრა იმსაჯებს ინგლისის და ირლანდიის ნაკრებებს შორის.
ამაშუკელი უკვე კარგა ხანია საერთაშორისო შეხვედრებზე მუშაობს და მსოფლიო თასზეც იმსაჯა, შესაბამისად, 6 ერის მნიშვნელოვან მატჩზე მისი დანიშვნა გასაკვირი არ არის.
ინგლისის და ირლანდიის მატჩი 9 მარტს გაიმართება და ქართველი მთავარი მსაჯი იქნება. გარდა ამისა, ის 10 თებერვალს, შოტლანდია - საფრანგეთისა და 16 მარტს, საფრანგეთი - ინგლისის შეხვედრებში კიდის მსაჯის ფუნქციას შეასრულებს.
ნიკა ამაშუკელს ექვს ერში სამი მატჩზე აქვს ნამუშევარი, როგორც მთავარ მსაჯს, ასევე სამ შეხვედრაში იმუშავა მთავარი არბიტრის რანგში 2023 წლის მსოფლიო თასზე.