ესპანეთის თასის 1/32-ფინალში „ვალენსია“ ქვედალიგელი „აროსა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გამარჯვების გოლი მერვე წუთზე რომან იარემჩუკმა გაიტანა. დარჩენილ დროში „ღამურებმა“ უპირატესობა ვერ გაზარდეს, მაგრამ საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.
არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს, რომელიც განაცხადში არ იყო. თასზე მიმდინარე სეზონში ქართველი ორივე შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩა დასვენების მიზნით, რაც გასაგებია, რადგან ვალენსიელებს ორივე ჯერზე სუსტი მეტოქე ჰყავდათ. „ლოს ჩე“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ ჩაატარებს და მამარდაშვილიც ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.