სხვა

22:32 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხეცურიანის და თიბილაშვილის ბრინჯაოები მსოფლიო თასზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა, წარმატებით აიღო სტარტი ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

მიმდინარე ტურნირზე ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუგო ჩინელ აო ლანძუს ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნინა თიბილაშვილმა, ორში ნახევარიფნალური ბრძოლა დათმო ჩინელ გუსთან და მესამე ადგილზე გავიდა.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი ტაილანდი 2023 მსოფლიო თასზე 7 ნოემბერს რაპირით იასპარეზებენ, 8 ნოემბერს კი გუნდურ შეჯიბრში გამოვლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115911