ფეხბურთი

11:47 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

Bild: „მილანი" თომას მიულერის შეძენით დაინტერესდა“

გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ „მილანი“ „ბაიერნის“ ნახევარმცველის, თომას მიულერის შეძენით დაინტერესდა. ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. თუ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას არ სურს ვეტერანთან ხელშეკრულების განახლება, „როსონერი“ ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 15 მატჩიდან ფორვარდმა ძირითად შემადგენლობაში ექვსჯერ დაიწყო თამაში, მისი ჯამური სათამაშო დრო 575 წუთი გახლავთ. ამავდროულად, მიულერმა ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თომასი მთელი თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში „ბაიერნში“ თამაშობს. კლუბთან ერთად ის გახდა გერმანიის 12-გზის ჩემპიონი და ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116818