იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია ტრადიციულ, სეზონის შემაჯამებელ დაჯილდოებას ატარებს, სადაც 2022-2023 წლების სეზონში სერია A-ს გამორჩეულ ფეხბურთელებს აჯილდოებს.
უკვე გაირკვა, რომ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ბერგამოს „ატალანტასთან“ გოლი გულშემატკივართა გამოკითხვით სეზონის ყველაზე ლამაზი გოლი იყო.
„მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. სხვა ნომინირებული გოლებიც ლამაზი იყო. ასეთი გოლის გატანა თავიდან განზრახული არ მქონდა, მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, როგორი ლამაზი გოლი გამომივიდა“, - თქვა კვარაცხელიამ.
აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო გოლის ჯილდო ფაბიო კუალიარელამ გადასცა.