ფეხბურთი

20:17 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კუალიარელას ისტორია პირლოზე: "შენ პასი მომეცი, დანარჩენი სხვების პრობლემაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კუალიარელამ ანდრეა პირლოზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც „იუვენტუსში“ და იტალიის ნაკრებში თამაშობდა.

კუალიარელამ პირლოს თაობაზე საინტერესო ისტორია გაიხსენა და მის სათამაშო ინტელექტზე გააკეთა აქცენტი:

„პირველ ვარჯიშზე ლიხშტაინერმა დაიწყო ყვირილი, ბურთს ითხოვდა. ანდრეამ მას უთხრა, რომ მხოლოდ სირბილზე ეფიქრა, რადგან ბურთი მას მაინც მიუვიდოდა, პასის მოთხოვნის ყვირილით კი ის მეტოქეებს უპირატესობას აძლევდა. ამ მომენტიდან ლიხშტაინერი ხმის ამოღების გარეშე იხსნებოდა. მახსოვს, ერთხელ ანდრეა გაბრაზდა, როცა პასი არ მივეცი, რადგან 2 ფეხბურთელი იყვანდა: „ანდრეა, პასს ვერ მოგცემდი, ორ მეტოქეს შორის იყავი“. მან კი მაშინვე მიპასუხა: „შენ პასი მომეცი, დანარჩენი სხვების პრობლემაა“.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კუალიარელამ კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ის პირლოს თანაგუნდელი „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში იყო.

0.114666