ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ასევე „პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდმა უკეთ უნდა გამოიყენოს და ის ენერგიას დაცვაში ჩასვლის გამო არ უნდა ხარჯავდეს.
ფედელემ „ნაპოლი“ გააკრიტიკა პროვინციული დამოკიდებულების გამოც:
„იუვენტუსის“ დამარცხება უსარგებლო მედალია. მე არ ვარ ანტი-იუვენტინო, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს „იუვენტუსი“, პირიქით - ის ყოველთვის იყო ჩემი მეტოქე, მაგრამ მათი დამარცხებით დაკმაყოფილება და შემდეგ ჩემპიონატში მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გასვლა, ჩემი შეხედულებით უნიკალური პროვინციალიზმია.
კვარა უნდა შეიცვალოს მატჩის დროს? ცხადია - არა. კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ გუნდში მისი შემცვლელიც არ არის. ჩემი აზრით, ის მოედანზე ოცი მეტრით წინ უნდა გამოიყენონ, უკან სირბილი რომ არ მოუწიოს. ხანდახან ჯიუტდება, მაგრამ იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, ვინც კარისკენ ურტყამს, ამიტომ მოქმედების დიაპაზონი უფრო წინ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, სწორედ „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.