ფეხბურთი

19:05 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" შეიძლება დე ხეა დაიმატოს

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ შესაძლოა დავიდ დე ხეა დაიმატოს. „კაჭკაჭებს“ მეკარის პოზიციის გაძლიერების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დაუდგათ, რაც ნიკ პოუპმა მძიმე ტრავმა მიიღო.

ინგლისელი კარის დარაჯი დაახლოებით 4-5 თვეს გამოტოვებს, შესაბამისად, „ნიუკასლში“ მისი შემცვლელი სჭირდებათ.

დე ხეას პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თანაც თავისუფალი აგენტია და „ნიუკასლის“ მსგავს ამბიციურ გუნდში თამაშზე ალბათ უარსაც არ იტყვის.

დავიდ დე ხეამ ზაფხულში დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“. მას საუდის არაბეთში იწვევდნენ, მაგრამ კარიერის აზიაში გაგრძელება არ ისურვა.

0.117666