ფეხბურთი

11:05 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი კვარას ჟესტზე: "გამორჩეული ფეხბურთელი და გამორჩეული კაციც"

იტალიელმა ჟურნალისტმა ტომაზო ლაბატემ, რომელიც „ინტერის“ ქომაგია, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, ოღონდ არა საფეხბურთო, არამედ ადამიანური თვისებების გამო.

პირველი ტაიმის მიწურულს მოედანზე დენზელ დუმფრისი დაეცა, კვარაცხელიამ კი თამაშის შეჩერებისკენ მოუწოდა თანაგუნდელებს, რომლებიც შეტევაში მიდიოდნენ. ლაბატემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„სანამ შეუმჩნეველი დარჩება: დიდი ტაში კვარაცხელიას, რომელიც ცდილობდა თანაგუნდელების კონტრშეტევა შეეჩერებინა, რადგან შიშობდა, რომ დუმფრისს სერიოზული ტრავმა ჰქონდა. როდესაც ასეთი იშვიათად გამორჩეული ფეხბურთელი ხარ, თითქმის ყოველთვის, ასევე გამორჩეული ხარ, როგორც კაცი. ქედს ვიხრი“, - დაწერა ლაბატემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111917