„ნანტის“ გულშემატკივარი, რომელიც „ნიცასთან“ მატჩის წინ დაჭრეს, გარდაიცვალა. ინციდენტი გუშინ თამაშამდე მოხდა.
„ნანტის“ ულტრას დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ავტობუსის მძღოლმა დაჭრა და ჭრილობა სასიკვდილო გამოდგა. გამოძიება განზრახ მკვლელობის საფუძველზე მიმდინარეობს.