ფეხბურთი

2:00 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" "მანჩესტერს" აჯობა

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, რითაც უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

„კაჭკაჭები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს, რითაც პრემიერლიგაში ერიკ ტენ ჰაგის გუნდის წარმატებული სერიაც შეწყდა. მატჩის ბედი ენტონი გორდონის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა.

„ნიუკასლმა“ ამ გამარჯვებით გადაასწრო „მანჩესტერს“ და 26 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „წითელი ეშმაკები“ 24 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113289