სხვა

12:06 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლის ოლიმპიადაზე უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ დიუბის განცხადებით, პარიზის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს შორის ურთიერთქმედება კარგად არის გამართული. დიუბი დასძენს რომ 2024 წლის თამაშებზე უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.

„არ შემიძლია იმაზე სპეკულირება, თუ რა შეიძლება მოხდეს თამაშებზე. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტთა შეფასებებზე დაყრდნობით, რომლებიც ადრეული თამაშების მომზადებაში მონაწილეობდნენ, ის იმაზე მიუთითებს, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს შორის ურთიერთქმედება ძალიან კარგად არის გამართული. ამის მტკიცებულებაა რაგბიში მსოფლიო თასის ჩატარება," - აღნიშნავს კრისტოფ დიუბი.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114836