„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ, რომელიც გასულ ზაფხულს კლუბიდან გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ სხვა იტალიურ გუნდში არ იმუშავებს.
სამაგიეროდ, მალდინიმ არ გამორიცხა საუდის არაბეთში წასვლის და იქ მუშაობის შესაძლებლობა.
„კარდინალე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ ერთ დღეს თავის ოფისში დამიბარა და მითხრა, რომ მე და მასარა სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავით.
„მილანის“ ალტერნატივები ჩემთვის შეზღუდულია. სხვა იტალიურ გუნდში არასოდეს ვიმუშავებ. შეიძლება მაღალი დონის უცხოურ კლუბში ვიმუშაო, მომწონს გამარჯვება და წარმატებისთვის კონსტრუქციის შექმნა. საუდის არაბეთი? ვინ იცის, ეს შეიძლება იყოს საინტერესო იდეა“, - თქვა მალდინიმ.