ფეხბურთი

19:10 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" "საბურთალო" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „თელავმა“ „საბურთალო“ დაამარცხა, რითაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

კახელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და 3:0 მოუგეს. შედეგად, „თელავმა“ 37 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, რაც ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების პოზიციაა. ბოლო ტურის წინ „თელავი“ კონკურენტ „გაგრას“ 2 ქულით უსწრებს. სეზონის ბოლო ტურში თელაველები „დილას“ შეხვდებიან, „გაგრა“ – „შუქურას“.

„საბურთალო“ 51 ქულით მეექვსე ადგილზეა და თბილისური გუნდი კონცენტრირებული მთლიანად საქართველოს თასის ფინალზეა, სადაც „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„თელავი“ – „საბურთალო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჯერალდო (10), 2:0 ბაშელეიშვილი (34), 3:0 აშორტია (72)

0.103181