კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიელს ზაფხულიდან ბრაზილიის ნაკრებში ბევრი ელოდება, დიდი შანსია, სიტუაცია შეიცვალოს. „რეალში“ სურთ, მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულონ და შესაძლოა, ამ პერიოდში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც ამჟამად სეზონის ბოლოს იწურება.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „რეალში“ ჯერ კიდევ 2013-2015 წლებში მუშაობდა, „სამეფო კლუბი“ კი მეორედ 2021 წელს ჩაიბარა, როდესაც ზინედინ ზიდანი შეცვალა.