ფეხბურთი

11:55 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: „ეს არის გარდამტეხი მომენტი ჯგუფში“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, „დორტმუნდთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, გარდამტეხი მომენტი ჯგუფში. ყველაფერი ვიცით ჩვენს მეტოქეებზე, რომლებსაც ძლიერი გუნდი ჰყავთ და შეუძლიათ პრობლემების შექმნა. თუმცა, მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ სირთულეები.

ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით 95 წუთის განმავლობაში და ვაკონტროლოთ სიტუაცია მაშინაც კი, როცა უბურთოდ ვრჩებით, ხოლო როცა ბურთი გვექნება, უნდა ვეცადოთ სწორ პოზიციებზე მოხვედრა და სწორი სივრცეების პოვნა.

მინდა ვნახო გუნდი, რომელიც მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერს გასცემს. ნამდვილად მჯერა ჩემი ფეხბურთელების და დარწმუნებული ვარ, რომ იმედებს არ გამიცრუებენ. ისინი მომზადებულები და კონცენტრირებულები არიან და იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში“, - ციტირებს პიოლის სიტყვებს „მილანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ოთხი ტურის შემდეგ „მილანი“ F ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა. ჯგუფს 7-ქულიანი „ბორუსია“ ლიდერობს, მეორეადგილოსან პსჟ-ს 6 ქულა აქვს, ფსკერზე მყოფ „ნიუკასლს“ კი - 4.

„მილანი“ – „დორტმუნდის“ მატჩი დღეს, 28 ნოემბერს გაიმართება „სან სიროს“ სტადიონზე და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114573