ფეხბურთი

1:50 | 27.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" და "ინტერმა" ქულები გაიყვეს (+VIDEO)

სერია A-ს მე-13 ტურში მთავარი დაპირისპირება „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის შედგა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ორივე გუნდმა თანაბრად ითამაშა და შედეგი სამართლიანია. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებიც და სტუმრებიც თანახმა იყვნენ ქულების გაყოფაზე, რადგან მეორე ტაიმში არც ერთს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მოეგოთ.

მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: 27-ე წუთზე ფედერიკო კიეზას პასით დუშან ვლაჰოვიჩმა გახსნა ანგარიში, 6 წუთში კი, ლაუტარო მარტინესმა გაათანაბრა, მაგრამ ტურინელები ფიქრობენ, რომ ეს გოლი VAR-ს უნდა გაეუქმებინა, რადგან შეტევა მატეო დარმიანის მხრიდან კიეზაზე თამაშის წესის დარღვევით დაიწყო.

ასეა თუ ისე, შეხვედრა 1:1 დასრულდა, რამაც სატურნირო ცხრილში სიტუაცია უცვლელი დატოვა: „ინტერი“ 32 ქულით ლიდერია, „იუვენტუსი“ მას ისევ ორი ქულით ჩამორჩება.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (27), 1:1 ლაუტარო მარტინესი (33)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115255