ფეხბურთი

23:39 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარნაჩოს შედევრი: "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ევერტონი“ ადვილად დაამარცხა, რის შედეგადაც ოთხეულს მიუახლოვდა.

მესამე წუთზე ანგარიში ალეხანდრო გარნაჩომ ულამაზესი გოლით გახსნა. „მანჩესტერის“ ფეხბურთელმა მაკრატელათი გაიტანა და შედევრი შექმნა. მეორე ნახევარში მარკუს რაშფორდმა და ანტონი მარსიალმა სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს.

„მანჩესტერმა“ 24 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე აინაცვლა, ოთხეულთან“ ჩამორჩენა კი მხოლოდ 4 ქულაა, რაც ცოტა ხნის წინ რთულ მისიად ჩანდა. აღსანიშნავია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს.

„ევერტონი“ – „მანჩესტერი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 გარნაჩო (3), 0:2 რაშფორდი (56), 0:3 მარსიალი (75)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110614