ფეხბურთი

12:12 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო კამარდა - სერია A-ს და "მილანის" რეკორდსმენი

„მილანის“ ფეხბურთელი ფრანჩესკო კამარდა ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც სერია A-ში ოდესმე უთამაშია.

სტეფანო პიოლიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის 83-ე წუთზე 15 წლის თავდამსხმელი ჩართო თამაშში, რომელიც ისტორიაში შევიდა. მან სერია A-ში 15 წლისა და 260 დღის ასაკში ითამაშა, რაც რეკორდია.

აქამდე რეკორდი ვისდომ ამეის ეკუთვნოდა, რომელმაც 2021 წელს „ბოლონია“ – „ჯენოას“ შეხვედრაში 15 წლისა და 274 დღის ასაკში ითამაშა.

გარდა ამისა, კამარდა „მილანის“ ისტორიაშიც ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. ამ შემთხვევაში მან პაოლო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 1985 წელს „უდინეზესთან“ დებიუტი 16 წლისას ჰქონდა.

0.136488