ფეხბურთი

1:52 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ფიორენტინას“ მოუგო და ცხრილში „ნაპოლის“ გადაუსწრო

დღეს, 26 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში ერთმანეთ „მილანი“ და „ფიორენტინა“ შეხვდნენ. მატჩი მილანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

45+2-ე წუთზე თეო ერნანდესმა თერთმეტმეტრიანი დაიმსახურა და თავად შეასრულა.

მილანელთა რიგებში 83-ე წუთზე ფრანჩესკო კამარდას დებიუტი შედგა, რომელიც 15 წლისა და 260 დღისაა. ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთლს აქამდე სერია A-ში არასოდეს უთამაშია.

ამჟამად, სერია A-ში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ, „მილანი“ 26 ქულით მესამე ადგილზეა. „ფიორენტინა“ 20 ქულით მეხუთეზე. ლიდერი „ინტერია“ (31 ქულა), ხოლო „იუვენტუსი“ 29 ქულით მეორე საფეხურზე დგას. 24-ქულიანი „ნაპოლი“ კი მეოთხეა.

0.116765