სლოვაკეთის ნაიკ ლიგის მე-15 ტურში ჩვენიანების „სლოვანი“ „მიხალოვცეს“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა. გოლები პირველ ტაიმში დავიდ სტრელეცმა და იურაი კუცკამ გაიტანეს. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მატჩი სრულად ითამაშეს.
„სლოვანი“ 38 ქულით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერბს და უახლოეს მდევარ „ჟილინას“ ექვსი ქულით უსწრებს.