ფეხბურთი

19:18 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი: „მიულერის ურთიერთობის ისტორია „ბაიერნთან“ რაღაც განსაკუთრებულია“

„ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა, მიუნხენელთა თავდამსხმელის თომას მიულერის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„მიულერთან მოლაპარაკებებს უახლოეს რამდენიმე კვირაში დავიწყებთ. ამჟამად ის „ბაიერნს“ ეკუთვნის - ეს უპირობო ფაქტია.

ჩვენ მას ღიად ვუკავშირდებით, რადგან ის უბრალოდ ფეხბურთელი არ არის. ის თომას მიულერია. „ბაიერნისა“ და თომასის ურთიერთობის ისტორია რაღაც განსაკუთრებულია“, - ციტირებს DAZN ფროინდის სიტყვებს.

მიულერი „ბაიერნში“ 16 წელია (2007 წლიდან) თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მიუნხენელთა შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ძალაშია 2024 წლის ივნისის ბოლომდე.

0.114308