ფეხბურთი

12:20 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის რანგში -10 ქულა ლიდერთან: "ნაპოლის" ანტირეკორდი ბოლო 29 წელიწადში

„ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება. როგორც სტატისტიკის ცნობილი პორტალი, Opta იტყობინება, ეს 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ჩამორჩენაა, რომელიც სერია A-ში მოქმედ ჩემპიონს აქვს.

1994-1995 წლების სეზონში 12 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ იმ დროისთვის მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ 12 ქულით უსწრებდა, მას მერე კი, ჩემპიონს 12 ტურში პირველ ადგილთან მსგავსი ჩამორჩენა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიდან“ რუდი გარსია დაითხოვეს სწორედ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, რომელიც ვალტერ მაძარიმ შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12172