ფეხბურთი

1:37 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" კეინის გოლით მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტური მიუნხენის „ბაიერნის“ თამაშით გაიხსნა, რომელმაც „კიოლნი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.

„რეკორდმაისტერს“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან ადვილი გასეირნება არ ჰქონია, მაგრამ რაც მთავარია 3 ქულა მოიპოვა. მატჩის ბედი ისევ ჰარი კეინმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-20 წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ინგლისელი ფორვარდი 18 გოლით პირველ ადგილზეა ბომბარდირებში, ხოლო „ბაიერნი“ 32 ქულით გალიდერდა, თუმცა „ლევერკუზენს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.

0.132391