საქართველოს 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა გვადალაჰარას (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა, ცალკეული დისციპლინების ჩათვლით კი - 10. გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია გოგონათა გუნდის წევრმა მარიამ მურღვლიანმა (87 კგ), რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები დაისაკუთრა, რაც ასევე მისი საუკეთესო შედეგიცაა.
ვაჟებიდან ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს საბა ასანიძემ (81 კგ), გურამ ვეკუამ (102 კგ), ზურაბ მსხალაძემ (89 კგ) და გიორგი კირვალიძემ (109 კგ). მათ შორის, ასანიძემ მესამე ადგილი დაიკავა აკვრაში, ასევე მესამე ადგილზე გავიდა აკვრაში ვეკუა, კირვალიძემ კი ოქროს მედალი მოიპოვა ატაცში.