უზბეკეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ნეფთჩიმ“ „კიზილკუმი“ 1:0 დაამარცხა, გიორგი ნიქაბაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მე-16 წუთზე შესანიშნავად ითამაშა და ულამაზესი გოლი გაიტანა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ნიქაბაძეს უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
ნიქაბაძემ 89-ე წუთამდე ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე ბაჩანა არაბული გამოჩნდა. „კიზილკუმში“ შეუცვლელად იყო მინდორზე აკაკი შულაია, ხოლო გიორგი კუხიანიძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
„ნეფთჩი“ 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „კიზილკუმი“ 22 ქულით მე-12 პოზიციაზეა.